14 თებერვალი წმინა ვალენტინის დღეა, რომელსაც შეყვარებული წყვილების უმეტესობა მოუთმენლად ელოდება, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მეორე ნახევრები ან პარტნიორები არ ჰყავთ და ამით ძალიან ბედნიერები არიან, მეტის, 11 ნოემბერს ჩინეთში საზოგადოება მარტოხელების დღეს აღნიშნავს, რომელსაც ხშირად ადამიანები მსოფლიოს სხვა წერტილებიდანაც უერთდებიან. შოპინგზე ხალხი საკუთარ თავს პატივს სცემს და საჩუქრებს ყიდულობს. საზოგადოებისთვის მარტო ყოფნა დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს, ამიტომაც ისინი ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ.
არიანა გრანდე ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანია, რომელიც წელიწადზე მეტია მარტოა და ამით ბედნიერია. მან "მარტოობის წლისთავზე" სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "არც კი მჯერა, რომ ამ წელს მარტოობაში ერთი წელი გავატარე, მეტი ვიდრე ცხოვრებაში ოდესმე."
რამდენიმე დღის წინ ემა უოტსონმა ვოგის ინტერვიუში იმავე თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მარტოობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ის პარტნიორობას საკუთარ თავს უწევს და ამით ბედნიერია. ემა და არიანა ერთადერთი სელებრითები ნამდვილად არ არიან ვინც მარტოობით ბედნიერია, სელენა გომეზმა უკვე ბევრჯერ აღნიშნა, რომ სულიერად ბედნიერია და მარტო ყოფნის პერიოდში ბევრჯერ გააანალიზა ეს.