ვერძი
"ქალების ქალაქი" ელისაბედ გილბერტი
2019 წლის ბესტსელერი მწერლისგან, რომელმაც "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" დაწერა. რომანი ქალის ცხოვრებაზე და მის ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს ნიუ-იორკში.
კურო
აიმ რენდი "Atlas Shrugged"
კუროებმა, რომლებსაც უყვართ ცხოვრების მარადიულ კითხვებზე პასუხების ძიება, ეს ანტიუტოპიური რომანი უნდა წაიკითხონ.
ტყუპები
კევინ კვანი "საშინლად მდიდარი აზიელები"
ამ რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, მაგრამ, რეკომენდირებულია ის წაკითხვის შემდეგ ნახოთ. სიუჟეტი მოკლედ რომ დავახასიათოთ, დაახლოებით ასეთ კონცეფციას მივიღებთ: "კონკია პრინცზე დაქორწინდა". მაგრამ ამის მიღმაა საოცარი სამყარო, რომელიც სტრიქონებს სტრიქონებზე გაკითხებთ. წიგნი კარს გაგიღებთ და იმ საზოგადოებაში შეგიშვებთ, რომელსაც დიდი ალბათობით არ იცნობთ.
კირჩხიბი
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი "დიდი გეთსბი"
თუ უკვე წაგიკითხავთ ან გინახავთ, არ მოგწყინდებათ ისევ გადაიკითხოთ. 1920-იანი წლების ოქროს პერიოდში გადანაცვლება კიდევ ერთხელ უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ან წაიკითხეთ ინგლისურად.
ლომი
ჯეინ ოსტინი "სიამაყე და ცრურწმენა"
წვეულებებსა და კარიერულ სიმაღლეებს შორის ლომებს ეს ღირსეული რომანი განტვირთავს. ეს ინგლისური სიყვარული ისტორია მარადიულად შეიძლება ვიკითხოთ.
ქალწული
მარგარეტ ეტვუდი "მხევლის წიგნი"
თუ ნანახი არ გაქვთ, ალბათ გაგიგიათ მაინც იმ გახმაურებული სერიალის შესახხებ, რომელიც ამ წიგნის ეკრანიზაციაა. ეტვუდის რომანი 1985 წელს გამოვიდა. ანტიუტოპია ფემინისტური ჩანაფიქრით თეოკრატიულ რესპუბლიკაზე მოგვითხრობს.
სასწორი
იუვალ ნოე ჰარარი "საპიენსი"
ამ მწერალს ეკუთვნის წიგნები ადამიანის ევოლუციაზე, მის ბიოლოგიურ და ემოციურ მახასიათებლებზე. ეს წიგნიც თავისი ღირებულებით ჰოკინგის მეცნიერულ შემოქმედებას უტოლდება.
მორიელი
აინ რენდი "წყარო"
ამერიკელი მწერლის ეს წიგნი ფილოსოფიაა საზოგადოების პროგრესის შესახებ, რომელიც შეუძლებელია შემოქმედებითი ადამიანების გარეშე. რომანი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
მშვილდოსანი
მარგარეტ მიტჩელი "ქარწაღებულნი"
მშვილდოსნებს ძველი, კეთილშობილური პროზა დაგეხმარებათ. დაისხით ჩაი, მოიხვიეთ პლედი და გადაშალეთ რომანი. შესაძლოა ისტორია იცით, მაგრამ კითხვის პროცესი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
თხის რქა
მიხეილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა"
არ იცით როგორ გაიყვანოთ უქმეები? გადაიკითხეთ ეს საყოველთაოდ ცნობილი საკულტო რომანი. მისი უჩვეულო პერსონაჟები ნამდვილად ვერ მოგაწყენენ.
მერწყული
იოკო ტავადა "პოლარული დათვის მემუარები"
დაინტერესებული ხართ დიადი იდეებით და მოდერნიზმით და ეს ინოვაციური რომანი აუცილებლად მოგხიბლავთ. გაჰყევით ცირკს საოცარ მოგზაურობაში!
თევზები
გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის 100 წელი"
კრეატიული და იდეალიზმით გატაცებული თევზები შეპყრობილნი არიან ფანტაზიებით. მარკესი საუკეთესო მწერალია თევზებისთვის. ეს ცნობილი წიგნი თქვენს ცხოვრებას ნამდვილად შეცვლის.