2012 წლიდან კომპანია „თერმონდუსტრია“ მომხმარებელს გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილ იმპორტიორად გაეცნო. „თერმოინდუსტრია“ ქართულ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით ისეთი წამყვანი ქვეყნებიდან ამარაგებს, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, სლოვენია და თურქეთი.
აღსანიშნავია, რომ ფართო ასორტიმენტთან ერთად, კომპანია მომხმარებელს ენერგოდამზოგ, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ სისტემებს სთავაზობს, რომლებიც ცენტრალურ საწყობში წარმოდგენილი 35 მსოფლიო ბრენდის 3000 დასახელების პროდუქციით განისაზღვრება. OK! „თერმოინდუსტრიის“ საპროექტო სამსახურის ხელმძღვანელს, ბესარიონ მელიქიშვილს კომპანიის ინოვაციურობისა და მასში მომუშავე გუნდის უპირატესობაზე ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის მთავარი მიზანი?
ჩვენი სურვილია, საქართველოში შევქმნათ ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო სისტემების ასორტიმენტი. სპეციალური სწავლებების მეშვეობით, მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები. ხოლო უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქცია ხელმისაწვდომი სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გავხადოთ.
გვიამბეთ მიმდინარე პროექტების შესახებ.
გარდა ინდივიდუალური, საცხოვრებელი ბინების პროექტირებისა, გამოვარჩევდი მასშტაბურ მიმდინარე პროექტებს. ესაა „ბათუმი, სან რაისი“ – 28-სართულიანი მშენებარე აპარტოტელი, სადაც ჩვენი პროექტის მიხედვით დაიგეგმა ცენტრალური გათბობის სისტემა და გათბობა ინდივიდუალური აღრიცხვით, კალორიმეტრებით, ანუ თბური მრიცხველებით მოეწყობა. ასევე ვმუშაობთ ცენტრალურ საქვაბეზე, რომელიც უზრუნველყოფს გათბობასა და ცხელ წყალმომარაგებას. მორიგი პროექტი 14-სართულიანი აპარტოტელია, პირველ სანაპირო ზოლში. აქ სატუმბე სადგური, სახანძრო და წყალკანალიზაციის სისტემა მოვაწყეთ. აღნიშნულ ობიექტზე ჩვენს იტალიელ პარტნიორებთან ერთად ინოვაციურ მიგნებას ვამუშავებთ, რომლის ფარგლებშიც მოხერხდება, რომ თბური კვანძი აღარ იქნება აივანზე დამონტაჟებული და არ იქნება თვალხილული.
„თერმოინდუსტრია“ სოციალურ ქსელშიც აქტიურად მუშაობს. ახალი წამოწყების მიხედვით კი, მომხმარებელს ე.წ. „ლაიფ ჰაკებს“ სთავაზობთ. რას გულისხმობს აღნიშნული ვიდეოების არსებობა?
„ლაიფ ჰაკების“ სახით, პირველი ნაბიჯები სულ ახლახან გადავდგით. შევქმენით 2 ვიდეორგოლი და ამჟამად მესამე ჩანაწერი მუშავდება. მიზანი მომხმარებლების ამ სფეროში გათვითცნობიერება, მათთვის სასარგებლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარებაა. გვინდა საინტერესო შეკითხვებზე პასუხი თავადაც ჰქონდეთ და წარმოდგენა შეექმნათ გარკვეული სამუშაოების შესახებ მაშინაც, როცა ხელოსანს შინ გამოიძახებენ. ისწავლიან ტექნიკის სწორად და ენერგოეფექტურად გამოყენებასაც. „ლაიფ ჰაკები“ მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
ლაიფ ჰაკების საშუალებით გათბობის სისტემის სწორად შერჩევას, მონტაჟს და შემდგომ ექსპლუატაციასაც სწავლობენ, რაც მათივე უსაფრთხოებისა და შემდგომი გადასახადების დაზოგვისთვისაა გამოსადეგი.
რით არის თქვენთვის საინტერესო ამ სფეროში საქმიანობა?
ამ სფეროში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობა სასიამოვნო გამოცდილებაა. ეს არის ის, რაც მასულდგმულებს. მომწონს, რასაც ვემსახურები და ასაკისა თუ გამოცდილების მიუხედავად, მუდმივად მაქვს სპორტული ჟინი, ვისწავლო და ვასწავლო.
როგორია „თერმოინდუსტრიაში“ მომუშავე გუნდი?
ვიტყოდი, რომ კომპანიაში პროფესიონალთა გუნდი მუშაობს, რომლის თითოეულ რგოლშიც სულ მცირე რამდენიმე კოლორიტია. ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს ართმევენ და უფრო მეტი ეფექტურობისთვის გადამზადებას 3 თვეში ერთხელაც გადიან. ყოველდღიურად, ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების შერჩევას, სწრაფ მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
როგორია თქვენი სამუშაო პრინციპები?
ჩემი მთავარი პრინციპია, მომავალი დღე წინას მიხედვით დაიგეგმოს და გუნდსაც ამ მიდგომას ვუზიარებ.
რამდენად ხშირია სიახლეები სფეროში და როგორ უწყობს მათ ფეხს „თერმოინდუსტრია“?
წელიწადში რამდენიმეჯერ კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენას ვსტუმრობთ, ვეცნობით ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და სიახლეებს სამშობლოში სწრაფი ტემპით ვნერგავთ. ჩვენი მრავალწლიანი საქმიანობის გათვალისწინებით კი, ამ ყველაფერში საკუთარი მომხმარებელი გვენდობა და სიახლეების მიმართ ღია რჩებიან.