ყვავილების მაღაზია „ანემონე“ ბუნებრივი და დეკორატიული მცენარეებით თქვენს სახლებსა და დღესასწაულებს გაცილებით მშვენიერსა და მრავალფეროვანს გახდის. აქ თითოეული დეტალის დამუშავებას სიყვარულს აქსოვენ. ამ განსაკუთრებული და უნიკალური დეტალებისგან შექმნილ გარემოში მოხვედრისას მიხვდებით, რომ საჭირო ადგილას ხართ. ისინი გააფორმებენ და შემდეგ მთელი გულისყურით იზრუნებენ თქვენი სახლის მწვანე საფარზე. ბრენდთან ერთად, შეგიძლიათ თქვენც შეიტანოთ წვლილი დედამიწის გამწვანებაში − დაუმეგობრდით „ანემონეს“ და გააჩუქეთ მცენარე, რომელიც ერთ-ერთი უალტერნატივო და საუკეთესო საჩუქარია დღევანდელ რეალობაში. ჟურნალი OK! მაღაზიის მფლობელ ანი არველაძეს გაესაუბრა.
როგორ დაახასიათებდით „ანემონესეულ“ გარემოს? რა ხვდება თქვენთან მოსულ მომხმარებელს?
„ანემონეში“ მოსულ მომხმარებელს ხვდება მცენარეების მრავალფეროვანი არჩევანი, ასევე მათი მოვლის საშუალებები. მომხმარებელს შეუძლია სასურველი ქოთანიც შეარჩიოს და ადგილზე გადარგვის სერვისით ისარგებლოს. გარდა მცენარეებისა, ანემონესეული გარემო ბევრ ნივთს მოიცავს თავის ისტორიით.
როგორ აღწერდით „ანემონეს“ შემოქმედებით ჯგუფს?
„ანემონეს“ გუნდი გამოირჩევა თავისი საქმის სიყვარულით, ყოველთვის ორიენტირებულია განვითარებაზე, არ უშინდება სიძნელეებს. ისინი მუდმივად შემოქმედებით პროცესში არიან.
რას მოიცავს თქვენი მომსახურება?
„ანემონე“ აფორმებს ივენთებს, ქმნის მცენარეების კომპოზიციებს; გვაქვს მცენარის მოვლის სერვისი: „ანემონეს“ მებაღეები ახორციელებენ ადგილზე ვიზიტს. ასევე, გვაქვს მცენარის დატოვების სერვისი, რაც გულისხმობს მის გამოჯანმრთელებას. ზაფხულის პერიოდში ვიტოვებთ და ვუვლით მათ მცენარეებს, ვინც ქალაქგარეთ გადის და თავად ამას ვეღარ ახერხებს.
როგორ ხდება ყვავილების შერჩევა მომხმარებლის ინტერიერისა თუ ექსტერიერისთვის?
„ანემონეში“ მოსულ ადამიანს ხვდება მებაღე-კონსულტანტი, რომელიც მას მცენარის შერჩევაში ეხმარება. ხშირად, მცენარე საჩუქრად მიაქვთ. ასეთ დროს ვარკვევთ, რამდენად მეგობრობს ადრესატი მცენარეებთან. თუკი ახლა იწყებს, შედარებით მარტივად მოსავლელ მცენარეს ვარჩევთ. მცენარის შერჩევის შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპია ქოთნის ზომის სწორად შერჩევა და მერე ნიადაგში გადარგვა. ამ სერვისს მომხმარებელს ადგილზე ვთავაზობთ.
მუდამ სიახლეებით გამოირჩევით. სამომავლო გეგმებს ხომ არ გაგვიმხელთ?
სიახლეები გვიყვარს და ამ ეტაპზეც სასიამოვნო და სასარგებლო სიახლე გვაქვს „მწვანე კედლის“ სახით, რომელიც, „ანემონეს“ და green wall-ის საერთო პროექტია. „მწვანე კედელზე“ თითოეული ქოთანი წყლის რეზერვუარის საშუალებით ინდივიდუალურად ირწყვება, რაც მეტად კომფორტულია. გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია, ამავე დროს სასარგებლოა, რადგან ის გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს. ასევე, ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სექტემბრის თვიდან კვლავ გავაგრძელებთ სკოლებთან მეგობრობას. გვსურს „მწვანე წელი“ დავგეგმოთ, რათა „ანემონეს“ სივრცეში მეტი ბავშვი დაუმეგობრდეს მცენარეს და ისწავლოს, თუ როგორ მოუაროს მას.