54 წლის ცნობილი იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი პოპულარობას არ კარგავს, შესაბამისად მისი ყოველი საჯარო გამოსვლა პაპარაცების, ისევე როგორც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხვდება. ამჯერად ვარსკვლავი საყვარელ მამაკაცთან, 36 წლის ნიკოლას ლეფევრთან ერთად მადრიდში გამართულ წვეულებას დაესწრო, რომელიც ცნობილი მოდის ჟუნალის Elle-ის მიერ იყო გამართული. მონიკა როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ამას მისმა ძვირადღირებულმა სამოსმაც შეუწყო ხელი.
30 მაისს მადრიდში ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობადი სახე დაესწრო. წითელ ხალიჩაზე საზოგადოებამ მონიკა ბელუჩი და მისი საყვარელი მამაკაციც იხილა.
იტალიელმა კინოვარსკვლავმა მნიშვნელოვანი საღამოსთვის Dolce & Gabbana 3300 ფუნტის ღირებულების საზაფხულო კაბა შეარჩია, რომელსაც სადა სამკაული და შავი ფერის ქლაჩი შეუხამა.
მსახიობის რჩეულმა კი კლასიკური სტილის შავი შარვალი, ამავე ფერის მოსაცმელი და თეთრი პერანგი მოიხდინა.