43 წლის მსახიობი ანჯელინა ჯოლი ცდილობს რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოს შვილებს და როგორც ჩანს ის ამას ძალიან კარგად ახერხებს. ანჯელინა ყურადღებიანი დედაა და შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, შესაბამისად მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციასაც საკმარისად ფლობს. ვარსვკლავის ერთ-ერთი შვილი, შაილო 13 წლის გახდა, რასთან დაკავშირებითაც მსახიობმა შვილისთვის სახალისო დღის მოწყობა გადაწყვიტა და იდეალური დედის როლი ბოლომდე შეინარჩუნა.
ანჯელინამ იუბილარი ეგრეთწოდებულ Escape Room-ში წაიყვანა, რომელიც როგორც ცნობილია შაილოს ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. Escape Room ერთგვარი დაწესებულებაა, რომელშიც ტარდება სახალისო თამაში, სადაც მოთამაშეები კონკრეტული მინიშნებების დახმარებით გარკვეულ დავალებებსა და "მისიებს" ასრულებენ.
შაილოს დაბადების დღე The Basement-ში ჩატარდა, რომელიც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი საუკეთესო Escape Room-ია, სადაც პროფესიონალი მსახიობები მუშაობენ. როგორც ცნობილია ამ დაწესებულებაში 13 წლამდე მოზარდები არ დაიშვებიან, შესაბამისად შაილოსთვის ეს ახალი და განსაკუთრებული გამოცდილება იყო.