ენ ჰეთევეის ყოველი გამოჩენა გულშემატკივრებისთვის დასამახსოვრებელია, რადგან ის გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევა. ამჯერად მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს და მან ყურადღება იმთავითვე მიიპყრო განსაკუთრებული ვიზუალით.
ენი თავს სეზონის ყველაზე ტრენდული ლეოპარდის პრინტიანი მოსაცმელით იწონებდა, მან ტყავის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და დიდი ზომის სათვალე მოირგო. მსახიობმა აქსესუარად ექსკლუზიურად მისთვის დამზადებული ბრენდ Valentino-ის ტყავის ჩანთა შეარჩია, რომელზეც მისი სახელი იკითხებოდა.