პენელოპა კრუზმა ფრანგული ბრენდის Lancôme-ის ახალი არომატი Tresor წარადგინა და ამ კამპანიის ამსახველი კადრები თავად ბრენდმა 28 აპრილს მსახიობის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა, რითიც ჰოლივუდელ ლამაზმანს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა.
კრუზს გადაღებისთვის შავ-თეთრი ჩაცმულობა შეურჩიეს, ის თავს შავი პიჯაკით, შარვლით და თეთრი ტოპით იწონებდა. ფოტოები კიდევ უფრო ლამაზი ვარდებმა გახადა, რომლითაც პენელოპამ იპოზიორა.