ანჯელინა ჯოლი შვილების ცხოვრებაში ისევ აქტიურად არის ჩართული და ძირითად დროს მათთან ერთად ატარებს. გუშინ მსახიობი პატარა ვივიენთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს, როგორც ყოველთვის ჯოლიმ არჩევანი შავ-თეთრ ჩაცმულობაზე გააკეთა.
ანჯელინამ შავი შარვალი, მოსაცმელი და ფეხსაცმელი მოირგო ხოლო აქსესუარად მან იმავე ფერის დიდი ზომის სათვალე და ჩანთა შეუხამა. რაც შეეხება ვივიენს, მას სპორტული ჩაცმულობა ამშვენებდა, გოგონამ ჯინსის კომბინიზონი, თეთრი ფერის ფეხასცმელი და მაისური მოიხდინა.