17 წლის კაია გერბერი მიუხედავად პატარა ასაკისა უკვე საკმაოდ წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია. გოგონა გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევა და მისი ყოველი გამოჩენა დიდი მოწონებას იმსახურებს. ამჯერად ის კალიფორნიაში სასტუმრო Chateau Marmont-ში საზაფხულო სამოსით დააფიქსირეს.
კაიამ თეთრი კაბა მოიირგო, რომელიც სხვადასხვა ფერის დეტალებით იყო გაფორმებული. რაც შეეხება ფეხსაცმელს, გოგონამ არჩევანი ტყავის შავ ჩექმაზე გააკეთა, ხოლო აქსესუარად მან ბრენდ Prada-ს პატარა ზომის ჩანთა შეარჩია.