მომღერალი კეტი პერი ბოლო დროს საზოგადოებაში ძალიან ხშირად ჩნდება და თავის გულშემატკივრებს ყოველდღიური სიახლეებით ანებივრებს. რამდენიმე დღის წინ ის ბევერლი-ჰილზში საკმაოდ თვალშისაცემი და გამორჩეული ჩაცმულობით შენიშნეს.
კეტიმ ბრენდ Staut-ის ნარინჯისფერი კომბინიზონი მოირგო, რომელსაც საზაფხულო ფეხსაცმელი და შავი ჩანთა შეუხამა. რაც შეეხება მაკიაჟს, მომღერალს თვალები უცნაური ფერით ჰქონდა შეღებილი, რომლითაც ის აქამდე არასდროს გამოჩენილა.