38 წლის სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო მუდმივად იდეალურ ფორმაშია და მისი გამოჩენა ქალბატონებისთვის ჩვეულებრივ მოტივაციის მიმცემია, რადგან ყველას ვარჯიშისა და დიეტის დაწყების სურვილი უჩნდება. ამჯერად, ის ბრენდ Omega-ს ახალი საათების პრეზენტაციას ტაივანში დაესწრო და საზოგადოების ყურადღების მიქცევა პირველივე წუთებიდან შეძლო.
ალესანდრამ ღია ფერის ბრენდ Zimmermann-ის კაბა მოირგო, რომელიც მის უნაკლო ფიგურას ხაზს კიდევ უფრო უსვამდა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მან არჩევანი საზაფხულო სადა მოდელზე გააკეთა.