#OK! James Bond 25-ის მსახიობების სია ცნობილია:რემი მალეკი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს!
James Bond 25-ის შესახებ დეტალები ცნობილია! წლევანდელი ოსკარის ჯილდოს მფლობელი რემი მალეკი ფილმში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს. Bohemian Rhapsody-ში მონაწილეობის შემდეგ 37 წლის რემი მალეკი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და როგორც ჩანს მას მომავალში არაერთ ფილმში ვიხილავთ.
25 აპრილს ფილმის პროდიუსერებმა ბარბარა ბროკოლომი და მაიკლ უილსონმა, ფილმის რეჟისორ კერი ფუკანაგასთან ერთად, James Bond 25-თან დაკავშირებული დეტალებს ფარდა ახადეს და ინფორმაცია გაასაჯაროვეს.
რემი მალეკთან ერთად ფილმში მონაწილეობას ფრანგი მსახიობი, 33 წლის ლეა სეიდუც მიიღებს, მათთან ერთად დიდ ეკრანებზე რალფ ფაინზს, ნაომი ჰარისს, ჯეფრი ვრაითს და რორი კინეარსაც ვიხილავთ.

როგორც რეჟისორმა განაცხადა ფილმის კადრები იამაიკაში, ნორვეგიასა და ლონდონში იქნება გადაღებული, დასასრული კი იტალიაში შედგება.

რემი მალეკმა ნიუ-იორკიდან კომენტარიც გადმოგვცა: "პირობას გაძლევთ, რომ მისტერ ბონდისთვის ამჯერად დასხლტომა მარტივი არ იქნება."
