ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელი და მსახიობი 30 წლის ზოი კრავიცი ნიუ-იორკის ქუჩებში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. გოგონამ არჩევანი Casual სტილის საკმაოდ უცნაურ ჩაცმულობაზე გააკეთა.
ზოიმ მოკლე შარვალი, ტყავის ქურთუკი და ბრენდ Gucci-ის ფეხსაცმელი მოირგო. მოდელმა აქსესუარად მზის სათვალე და პატარა ზომის ჩანთა შეარჩია. ქურთუკზე კი მან სეზონის ყველაზე ტრენდული ფერის ვარდისფერი საწვიმარი მოიცვა.