ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის კონკურსის American Idol-ის ორგანიზატორებმა, Disney-ის თემატიკაზე წვეულება გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნა ყველასთვის საყვარელი მულტფილმების გაცოცხლება და მათი მთავარი გმირების როლის მორგება იყო. ყველაზე დიდი ყურადღება კონკურსის ჟიურის წევრმა კეტი პერიმ მიიპყრო, რომელმაც საუცხოო და ყველასგან განსხვავებული ჩაცმულობა მოირგო მულფილმიდან "ქალთევზა."
კეტის ცნობა თითქმის შეუძლებელი იყო, მომღერლის მაკიაჟმა და ვარცხნილობამ ყველა დააბნია.