21 აპრილს ბრიტანეთის დედოფალი - ელიზაბეტ II დაბადების დღეს აღნიშნავს, გუშინ მონარქი 93 წლის გახდა და ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად წინასააღდგომო საკვირაო ღვთისმსახურებაზე დასწრებით აღნიშნა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ერთმანეთის დაბადების დღეებისთვის სამეფო ოჯახის გავლენიანი წევრები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, თუმცა ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდება. მიუხედავად ამისა, შემთხვევის წყალობით, ჩვენი საყვარელი კუმირები ამ დღეს წელს ფოტოგრაფების ობიექტივმა ბევრჯერ დააფიქსირა.
ჰერცოგინიამ ამჯერად ღია ფერის ლუქზე შეაჩერა არჩევანი, კაბასა და მოსაცმელს კი, Robinson Pelham-ის საყურე და Emmy London-ის ბრენდის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
როგორც აღმოჩნდა, Alexander McQueen-ის მოსაცმელით ჰერცოგინია პირველად 2014 წელს ვიხილეთ, როცა ავსტრალიას სტუმრობდა, თუმცა მისგან ერთი და იმავე სამოსით გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს, რადგან ამ ყველაფერს საკმაოდ ყურადსაღები მიზეზი აქვს.
ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ მომავალში ტახტს დაიკავებს, ცდილობს, მონარქის შესაფერისად მოიქცეს და სამეფოს ფინანსები გონივრულად განკარგოს.
დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა, თუმცა ალბათ ყველას დააკლდა სასექსის ჰერცოგინია, რომელიც სავარაუდოდ ფეხმძიმობის ბოლო კვირების გამო ვერ დაესწრო წირვა-ლოცვას.