ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მოდელი ქენდალ ჯენერი თავისი ჩაცმულობით ყურადღებას ყოველთვის იქცევს. ამჯერად ის ბევერლი ჰილზსის ქუჩებში სეზონის ყველაზე ტრენდული, Christopher Kane-ის ლეოპარდის პრინტიანი კაბით გამოჩნდა. აქსესუარად ქენდალმა Chloe-ს პატარა ზომის ჩანთა შეარჩია.
საზოგადოების ყურადღება ქენდალის ჩაცმულობის ფასმა მიიქცია. გოგონამ 1110 დოლარიანი ჩანთა, 297 დოლარიანი ფეხსაცმელი და 18 დოლარიანი კაბა მოირგო. ხალხმა ის დაბალფასიანი კაბის ტარების გამო გააკრიტიკა და ფიქრობდნენ, რომ თავის ძვირადღირებულ ჩაცმულობას არ შეეფერებოდა.