36 წლის მსახიობი ენ ჰეთევეი BBC-ის რადიოს ესტუმრა და ახალი ფილმის Serenity-ის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს. მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დაძაბული რეჟიმით ცხოვრობდა, რადგან ფილმის გადაღებები დიდ დროს და ძალისხმევას საჭიროებდა.
ჰეთევეი რადიოში საკმაოდ თვალშისცემი ჩაცმულობით მივიდა. ლამაზმანმა ბრენდ Gabriela Hearst-ის 2444 დოლარიანი პიჯაკი და შარვალი მოიხდინა, ხოლო აქსესუარად Karen Walker-ის დიდი ზომის სათვალე შეარჩია.