ქეთა თოფურიასა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვილის დაშორების მიზეზი მომღერლის ღალატი გახდა, თუმცა ქეთას ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე აქცენტი არ გაუკეთებია და ისაუბრა იმაზე, რომ მისი და გუფის ცხოვრების სტილს შორის განსხვავება ზედმეტად დიდია, შესაბამისად, ამ ყველაფრის უკან დაბრუნებას არ აპირებს.

თუმცა გუფი ცდილობს არ დანებდეს და საყვარელი ქალბატონისთვის ქუჩაში გულის დახატვაზეც კი არ თქვა უარი.
იქამდე კი, მასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, უკვე ორი დღეა მისი ინსტაგრამის ისტორიის ველში ვხედავთ ფოტოს, რომელშიც ონლაინ საუბრის მომენტია ასახული, თუმცა ცუდი კავშირი კადრს ხარისხს უკარგავს და ერთი შეხედვით რთულია გოგონა ქეთასთან გააიგივო.

თუმცა ნაკვთებით, სამოსითა და ჯვრით თუ ვიმსჯელებთ, რომლის გარეშეც ქეთა თითქმის არასდროს ჩნდება, ის ნამდვილად თოფურიაა.

უცნობია ეს ფოტო არქივიდანაა, თუ წყვილმა მართლა აღადგინა ურთიერთობა, მაგრამ წარწერა, რომელიც ცუდ ინტერნეტკავშირზე მიუთითებს, შესაძლოა, უბრალოდ გადატანითი მნიშვნელობით ქეთასა და გუფის შორის არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე მიუთითებდეს.






