კაშკაშა ვარსკვლავი რიანა თავისი ცვალებადი ჩაცმის სტილით გამოირჩევა, მომღერალი ყველანაირი სტილის სამოსს იხდენს, თუმცა უპირატესობას სპორტულ ჩაცმულობას ანიჭებს. გუშინ ის საყვარელ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკის რესტორანთან Perry Street-თან კლასიკური, დახვეწილი ლუქით შენიშნეს. დღეს კი ლამაზმანი თავს სრულიად განსხვავებული Casual სტილის სამოსით იწონებდა.
რიანამ მწვანე ფერის პერანგი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი მოიხდინა, აქსესუარად კი მას შავი მზის სათვალე ჰქონდა შერჩეული.