რამდენიმე კვირის წინ ჟიზელ ბიუნდჰენმა ავტობიოგრაფიული წიგნის My Path to a Meaningful Life-ის პრეზენტაცია ჰამბურგში გამართა. ამ დღის შემდეგ მოდელი აქტიურად აღარ გამოჩენილა. გუშინ ჟიზელმა საინტერესო სიახლე გაავრცელა, ის სამკაულების ბრენდის Vivara-ს სახე გახდა და სარეკლამო კამპანიის პირველი კადრები თავად გაგვიზიარა.
ამ გადაღებისთვის ჟიზელს საკმაოდ სექსუალური ლუქი შეურჩიეს, შავი კაბა ღრმა დეკოლტეთი. მოდელი ფოტოებში Vivara-ს ბეჭდით და სამაჯურით იწონებს თავს.
მოგვიანებით სოციალური ქსელები სარეკლამო კამპანიის ვიდეომ მოიცვა, რომელშიც Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი ძალიან მიმზიდველად პოზირებს.