რამდენიმე დღის წინ ივანკა ტრამპი აფრიკაში საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა. მან ყურადღება, როგორც ყოველთვის გემოვნებიანი ჩაცმულობით მიიპყრო. საზოგადოებამ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც აღნიშნა, ივანკა მეგან მარკლის საყვარელი ბრენდის J.Crew-ს საგაზაფხულო კაბით გამოჩნდა, გუშინ კი სასექსის ჰერცოგინიას საყვარელი დიზაინერის Emilia Wickstead-ის ყვავილებიანი კაბა მოირგო.
არაჩვეულებრივად გამოწყობილმა გოგონამ ბრენდ Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი მოიხდინა. ხოლო რაც შეეხება, ვარცხნილობას ის, ისევ გაშლილ თმას ატარებდა.