21-ე საუკუნის Woodstock-ის დროც დადგა, Coachella-ს ფესტივალს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს არამხოლოდ ამერიკიდან, არამედ მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან. ამ ღონისძიებას ცნობადი სახეებიც ხშირად ესწრებიან, წელს კი მათ სიაში ყველაზე მეტად მოდელები ჭარბობენ, რომლებიც ფესტივალზე მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებენ.
Victoria's Secret-ის 27 წლის მოდელი სარა სამპაიო Coachella-ს პირველად არ ესწრება, როგორც ყოველ წელს, ახლაც მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს და ამავდროულად ბრწყინვალედ გამოიყურება.
ყველასათვის საყვარელ ფესტივალზე 23 წლის ულამაზესი მოდელი ჯიჯი ჰადიდიც შენიშნეს, რომელიც სწორედ ზემოთხსენებული Woodstock-ის შესაფერის სტილში, ფერად სამოსში იყო გამოწყობილი. ფესტივალზე გადაღებული ფოტოები ამერიკელმა სუპერმოდელმა გულშემატკივრებსაც გაუზიარა.
ღირშესანიშნავ ღონისძიებას არც 17 წლის მოდელი კაია გერბერი გამორჩენია, რომელიც უახლოეს მეგობართან ტომი დორფმანთან ერთად იყო. სინდი კროუფორდის ქალიშვილმა ფესტივალისთვის ჯინსის სამოსი შეარჩია, რომელსაც შავი ჩექმები შეუხამა.
ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას შორის უახლოესი მეგობრები, ქენდალ ჯენერი და ჰეილი ბოლდუინიც მოხვდნენ, რომლებიც ერთად ხელგადახვეულები შენიშნეს.
ფესტივალის დიდი მოყვარული Victoria's Secret-ის ყოფილი მოდელი ალესადნრა ამბროსიო დიდი სიხარულით გაეშურა Coachella-სკენ და მეგობრებთან ერთად გართობისას გადაღებული კადრებიც გაგვიზიარა.