ბელა ჰადიდისა და The Weeknd-ის ვარსკვლავურმა წყვილმა გადაწვიტა ზაფხულის სეზონი უკვე გახსნილად გამოეცხადებინა და არდადეგები მოიწყო სანაპიროზე, რომელსაც რატომღაც ორივე მათგანი ასაიდუმლოებს.
წყვილმა რამდენიმე საათის წინ პირველი კადრები გამოაქვეყნა.
ბელამ რამდენიმე საკუთარი კადრითაც გაგვანებივრა და ყველა თანხმდება რომ საცურაო კოსტუმებში მისი სხეულის დახვეწილი ფორმები კიდევ უფრო მიმზიდველია.
ფანები განსაკუთრებით ბელას თეთრმა ბიკინიმ აღაფრთოვანა, "ახლა ვიცი რატომ აგვიანდება აბელის ახალ ალბომს" - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.
წლის საკმაოდ დატვირთული დასაწყისის შემდეგ, წყვილი დროს ნამდვილად სასიამოვნოდ ატარებს და ამაში მომღერლის მიერ გამოქვეყნებული ბელას უსაყვარლესი ვიდეოც დაგარწმუნებთ.