დევიდ ბექჰემი და ჰარპერი დროს ერთად ხშირად ატარებენ. ამჯერად მამა-შვილი ლოს-ანჯელესში გასართობ პარკში შენიშნეს. დევიდმა და ჰარპერმა მოინახულეს ყველა ის სანახაობა, რომელსაც პარკი სთავაზობს სტუმრებს და ამ დღის ამსახველი კადრები ფეხბურთელმა თავად გაუზიარა გულშემატკივრებს.
დატვირთული დღის შემდეგ მამა-შვილმა რესტორანში შესვლა გადაწყვიტა, სადაც გოგონას მალევე ჩაეძინა. „ვიმედოვნებ, რომ ჰარპერისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი იქნება.“-ასეთი წარწერა გაუკეთა დევიდმა ფოტოს.
მოგვიანებით, კი მამამ პატარა გოგონას ფოტო უკვე სახლიდან ატვირთა, წარწერით „პრინცესას სძინავს.“