ცნობილმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა Vogue-ის ყდა კიდევ ერთხელ დაამშვენა, მაისის თვის ფოტოსესიაში კიმმა მონაწილეობა შვილებთან ერთად, მეუღლის გარეშე მიიღო.
თუმცა კიმმა Vogue-სთან მიცემულ ინტერვიუში კანიე უესტზე ბევრი ისაუბრა. „როცა კანიე გავიცანი, პირველი რაც მან ჩემს ცხოვრებაში შეცვალა ეს გარდერობი იყო. ჩაცმის სტილი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს, კანიეს შერჩეულია.
თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემს ტანსაცმელთან და ფეხსაცმელთან განშორება, რომელსაც წლებია ვაგროვებდი, თუმცა კანიე მართალი იყო, საჭიროა იყო რაღაც ახალი, მე მას დავემორჩილე და დღეს უკვე კმაყოფილი ვარ.“