37 წლის სუპერმოდელმა ნატალია ვოდიანოვამ მზიანი დღეები პარიზში თავის შვილთან ვიქტორთან ერთად გაატარა. ულამაზესი ბუნების ფონზე დედა-შვილმა იპოზიორეს და გულშემატკივრებს მათი პოზიტიური განწყობა გაუზიარეს. ნატალიამ სეირნობისთვის საგაზაფხულო მოსაცმელი და ბრენ Valentino-ს თეთრი ფეხსაცმელი შეარჩია.
ვიქტორი ცდილობდა დედისთვის საუკეთესო ფოტოები გადაეღო და ის მითითებებს აძლევდა, თუ როგორ უნდა ეპოზიორა. როგორც ჩანს, პატარა ბიჭუნას კარგი ხედვა აქვს და სამომავლოდ შესაძლებელია ის პროფესიონალ ფოტოგრაფადაც მოგვევლინოს.