43 წლის დევიდ ბექჰემი უმეტეს დროს თავის ოჯახს უთმობს, ამჯერად ფეხბურთელმა საყიდლებზე წასვლა პატარა გოგონასთან ჰარპერთან ერთად გადაწყვიტა. მზიან ლოს-ანჯელესში მამა-შვილი ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს და ეს პაპარაცების მიერ დაფიქსირებული კადრებიდანაც კარგად ჩანს.
დევიდი, როგორც ყოველთვის ამჯერადაც სპორტული ჩაცმულობით იწონებდა თავს, ხოლო გოგონას ბრენდ Alex and Alexa-ის კაბა ამშვენებდა.
დევიდს ხშირად ჰარპერის მიმართ გამოხატული გადაჭარბებული სიყვარულის გამო აკრიტიკებენ. საზოგადოების აზრით, მამა პატარა გოგონას ტუჩებში არ უნდა კოცნიდეს, რადგან ეს მიუღებელია.
დევიდს ხალხის კრიტიკა უპასუხოდ არ დაუტოვებია. „მე ყველა ჩემს შვილს ტუჩებში ვკოცნი და მათ მიმართ ასე გამოვხატავ სიყვარულს. გამონაკლისი მხოლოდ ბრუკლინია, რადგან ის უკვე 18 წლისაა და მისთვის ასეთი საქციელი უხერხულია.“-აღნიშნა დევიდმა.