რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში საკმაოდ დაძაბული საკალათბურთო თამაში ჩატარდა. ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი Washington Wizards და New York Knicks ეჯიბებოდნენ. გუნდების საგულშემატკივროდ ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ამერიკელმა მსახიობმა ქეით ჰოლმსა მიიპყრო.
სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობი თამაშის მიმდინარეობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული და საყვარელ გუნდს New York Knicks-ს ამხნევებდა. მატჩი სწორედ ამ გუნდის გამარჯვებით დასრულდა და ქეითმა სიხარული ვერ დამალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საზოგადოება ჰოლმსის და მისი საყვარელი მამაკაცის ჯეიმი ფოქსის დაშორების შესახებ საუბრობდა, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, რადგან ამ ამბის გავრცელებიდან სულ რამდენიმე დღეში, წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს.