სულ რამდენიმე დღეში Victoria’s Secret-ის ყოფილ ანგელოზს ალესანდრა ამბროსიოს დაბადების დღე აქვს, მოდელს 38 წელი უსრულდება. ამბროსიომ იუბილის აღნიშვნა რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა და მეგობრებთან ერთად მალიბუში გაემგზავრა.
როგორც კადრებიდან ვხედავთ, მოდელმა მეგობრებთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარა. ალესანდრამ ამ დღისთვის ბრენდ Alanui-ის 1987 დოლარის ღირებულების თხელი მოსაცმელი შეარჩია, რომელშიც ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
ალესანდრასთან ერთად მისი საყვარელი მამაკაცი ნიკოლო ოდიც იმყოფებოდა. წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა და პაპარაცებმა მათი რომანტიკული მომენტების დაფიქსირებაც შეძლეს.