მიუხედავად იმისა რომ მათი გრაფიკი მუდმივად გადატვირთულია ამა თუ იმ საქმეებით, კაილი და ქენდალ ჯენერები დედასთან ერთად დროის გატარებას მაინც ახერხებენ. კაილი, ქენდალი და კრის ჯენერი შაბათ დღეს ერთად მალიბუს ერთ-ერთ იაპონურ რესტორანს, Nobu-ს ესტუმრნენ. პაპარაცებს კი რაღა თქმა უნდა არ გამორჩენიათ ეს მოვლენა და მათ ობიექტივში სამივე ჯენერი მოხვდა.
21 წლის კაილიმ ოჯახური სადილისთვის შავი ჩაცმულობა შეარჩია, მას შავი ზურგამოღებული კაბა, ამავე ფერის ქურთუკი და Alexander Wang-ის 645 ფუნტის ღირებულების დაბალყელიანი ჩექმა ეცვა.
63 წლის კრის ჯენერმა კი უქმე დღის შვილებთან ერთად გასატარებლად კლასიკური სტილის ნაცრისფერი მოსაცმელი, ამავე ფერისა და სტილის შარვალი, შავი ვიწრო ფორმის სათვალე და ამავე ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შეარჩია. ამ ყველაფერს კი ვერცხლისფერი რგოლის ფორმის საყურე შეუხამა.
ქენდალი, რომელიც არც ისე კარგ განწყობაზე ჩანდა, შავ ტყავის შარვალში, თეთრ ზედასა და შავ მოსაცმელში იყო გამოწყობილი. მიუხედავად სადა და მუქი ფერის ჩაცმულობისა მის იმიჯს წითელი ფერის ტუჩის საცხი ამხიარულებდა.