ჯენიფერ ლოურენსის და კუკ მარუნის წყვილი, რომელიც ორი თვის წინ დაინიშნა, ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა და კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივრები. ლოურენსი და მარუნი აღარ გაურბიან პაპარაცებს და მათ წინ თამამად პოზირებენ.
კუკს შედარებით სპორტული ჩაცმულობა ჰქონდა შერჩეული ხოლო ჯენიფერმა კლასიკური სტილის მოსაცმელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო.
როგორც წყვილის მეგობრისგან გახდა ცნობილი, ისინი ქორწილისთვის აქტიურად ემზადებიან და ამ საქმეში მათ გამოცდილი დიზაინერები ეხმარებიან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ მნიშვნელოვან დღეს და ყურადღებით ეცნობიან ყველა იმ სიახლეს, რომელიც მათ შესახებ ვრცელდება.