37 წლის მომღერლის ბრიტნი სპირსის მამა ჯეიმს სპირსი უკვე რამდენიმე თვეა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მკურნალობას კლინიკაში გადის. რამდენიმე დღის წინ მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელიც კი იყო. მამის მიმართ ბრიტნის განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს. მისმა ავადმყოფობამ იმდენად დასტრესა, რომ თავად გადაწყვიტა სპეციალური მკურნალობა გაიაროს ფსიქიატრიულ კლინიკაში.
ბრიტნი სპირსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თავის მდგოამრეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. "ყველას გვჭირდება დრო საკუთარი თავისთვის."
სოციალურ ქსელში მომღერლის ამ მძიმე მდგომარეობას მისი საყვარელი მამაკაცი სემ ასგარი გამოეხმაურა და მას პოსტი მიუძღვნა. „შენი საქციელი არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერის დამტკიცება, მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“-ასეთი წარწერა გაუკეთა სემმა საყვარელი ქალისთვის მიძღვნილ პოსტს.
კლინიკაში ბრიტნი ერთ თვეზე მეტს გაატარებს და შესაბამისად მან გადაწყვიტა, რომ დროებით კარიერულ საქმიანობას ჩამოშორდეს. მას სულ რამდენიმე დღეში ლას ვეგასში კონცერტი უნდა ჰქონოდა, თუმცა ის დროებით გადაიდო.