ჟან პოლ გოტიე და ბრედი Supreme ერთობლივ ახალ კოლექციას წარადგენენ, რომლის შესახებაც ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა და კოლაბორაციის პირველი კადრიც გავრცედა. ამ კამპანიის სახე ცნობილი მომღერლის მადონას შვილი 22 წლის მოდელი ლურდეს ლეონია.
გოტიეს კოლაბორაციის სახედ ლურდესი შემთხვევით არ აურჩევია. ცნობილი ფაქტია, რომ 90-იან წლებში ჟან პოლ გოტიეს მუზა მადონა იყო, მას დიზაინერის არაერთ ჩვენებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავად გოტიეს ექსკლუზიურად მისთვის ბევრი სამოსი აქვს შექმნილი. ყველაზე უცნაური და დასამახსოვრებელი სექსუალური კორსეტი იყო, რომლითაც მომღერალი სცენაზე გამოჩნდა.