26 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - მაილი საირუსი ექსპერიმენტების დიდი მოყვარულია და მისი იმიჯი მუდმივი გარდასახვის რეჟიმშია, თუმცა გოგონა, რომელიც საკუთარი ეპატაჟურობისა და ტემპერამენტის წყალობით მილიონობით გულშემატკივრის კუმირია, ამჯერად ნოსტალგიური ვარცხნილობით გამოჩნდა.
მაილი უმეტესწილად გრძელი თმით ფიგურირებს, თუმცა ახლა გადაწყვიტა შეეჭრა და სოციალურ ქსელებში ახალი იმიჯით პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
მოგვიანებით კი მისი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.
ფანების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ამ გარდასახვით მაილი ბავშვობაში შესრულებული ჰანა მონტანას როლს დაუბრუნდა, რასაც შემდეგი ფოტოც მოწმობს.