31 წლის ინგლისელმა მოდელმა როუზი ჰანტინგტონმა საკუთარი სტილი დაამკვიდრა და თავს მუდმივად თავისუფალი სტილის შარვლებით და მოსაცმელებით იწონებს. რამდენიმე დღის წინ მან გულშემატკივრებს ფოტო გაუზიარა, რომელშიც ის ბრენდ BCBG Max Azria-ის ატმისფერი შარვლით და პიჯაკით პოზირებს.
ქერათმიან მოდელს გაზაფხულის ფერი ძალიან მოუხდა და ეს შეუჩნევლად არც მის გულშემატკივრებს დარჩენიათ. როუზის მაკიაჟი სადა, ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი.
როუზი არამხოლოდ სილამაზით არამედ თავისი გემოვნებიანი ჩაცმულობითაც გამოირჩევა და მისი ყოველი გამოჩენა საზოგადოებისთვის დასამახსოვრებელია.