ანჯელინა ჯოლის შვილებთან ერთად ნახვა ლოს-ანჯელესის ქუჩებში თითქმის ყოველდღიურად შეგიძლიათ. ამჯერად მსახიობი 10 წლის ვივიენთან ერთად გამოჩნდა. თავდაპირველად დედა-შვილმა მაღაზიას მიაშურეს სადაც ყვავილების ბუკეტი შეიძინეს, შემდეგ კი სეირნობა გააგრძელეს.
საზოგადოების გასაოცრად ანჯელინამ ამჯერად მაღალქუსლიან, საყვარელ ფეხსაცმელზე უარი თქვა და კლასიკური სტილის დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით იწონებდა თავს. მსახიობმა სეირნობისთვის ამოჩემებული მოსაცმელი აირჩია. გოგონამ კი დედისგან განსხვავებით სპორტული სამოსი მოირგო და არჩევანი ჯინსის კომბინიზონზე შეაჩერა.