რამდენიმე დღის წინ Victoria's Secret-ის ყოფილი მოდელის მირანდა კერისა და ევან შპიგელის მეგობარმა სენსაციური ამბავი გააჟღერა და საზოგადოებას მირანდას ორსულობის შესახებ ამცნო. წყვილს 10 თვის ჰარტი ჰყავთ და ახალი ოჯახის წევრის დაბადებას მოუთმენლად ელოდებიან.
თავად მირანდას ორსულობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ორსულის სტატუსით ის პირველად Gruner&Jahr Spa Awards-ის ცერემონიაზე გამოჩნდა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. Victoria's Secret-ის ყოფილი მოდელი ძალიან ნაზი, დახვეწილი ვარდისფერი კაბით იწონებდა თავს.
კაბის ფერმა გულშემატკივრებს ეჭვები გაუჩინა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მირანდას კაბის ფერი შემთხვევით არ ჰქონდა შერჩეული, არამედ ვარდისფერი ჩაცმულობით მან ხაზი ბავშვის სქესს გაუსვა და გოგოს მოლოდინი დაანონსა.