ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა 2017 წელს ტყუპების ნიკოლასის და ლუსის მშობლები გახდნენ. შვილებმა ენრიკეს ცხოვრება საგრძნობლად შეცვალეს, მომღერალი გულშმატკივრებს არასდროს უზიარებდა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან კადრებს, ახლა კი თითქმის ყოველდღიურად ნიკოლასის და ლუსის უსაყვარლეს ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებს.
ამჯერად მამა და შვილებმა შაბათი დღე ძალიან ხალისიანად გაატარეს. მომღერალმა ვიდეო გაგვიზიარა წარწერით „ტრადიციული შაბათი დღე.“
ანა კურნიკოვა კადრში ვერ მოხვდა სავარაუდოდ, საოჯახო კადრებს სწორედ ის იღებდა. ანა ბავშვების აღზრდით აქტიურად არის დაკავებული, თუმცა დროს საკუთარ კარიერასაც უთმობს. რამდენიმე დღის წინ მან ერთ-ერთი გადაღებისთვის საკმაოდ სექსუალური ლუქი მოირგო და საზოგადოების წინაშე ბიკინითი წარსდგა, რითიც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ორი შვილის გაჩენის შემდეგ ის კვლავ იდეალურ ფორმაშია.