29 მარტს ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მსოფლიო დონის ორგანიზაციის "United Nations"-ის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა უფლებებზე ისაუბრა. ბუნებრივია მან მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის კლასიკური სამოსი შეარჩია, რომელშიც როგორც ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა.
ოფიციალური შეხვედრისთვის მსახიობმა საქმიანი იმიჯი მოიხდინა, მას შავი მომდგარი ქვედაბოლო და თეთრი კლასიკური პერანგი ეცვა, ამ ყველაფერს კი Ryan Roche-ის ჩალისფერი მოსაცმელი შეუხამა.
მოკრძალებული ჩაცმულობა ჯოლიმ Valentino-ს ულამაზესი ჩანთით, ჩალისფერი დაბალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი ტუჩის საცხით შეავსო.