ირინა შეიკმა ბრაზილიური Vogue-ის ორი ყდა დაამშვენა. გადაღებები ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სტუდიაში მიმდინარეობდა, მოდელს ფოტოები ცნობილმა იტალიემა ფოტოგრაფმა გადაუღო, რომელიც მისი ძალიან ახლო მეგობარია და ბევრი ერთობლივი ნამუშევარიც აქვთ.
პირველი ყდისთვის შეიკმა შიშველ სხეულზე Burberry-ის ყავისფერი მოსაცმელი მოირგო. ბრენდი მოდელს შემთხვევით არ აურჩევია, ის უკვე წლებია Burberry-ის სახეა.
მეორე შემთხვევაში მოდელმა უფრო თამამი ლუქი შეარჩია. მას ყავისფერი შლაპა, ნაქსოვი მაისური და ბრაზილიური ბრენდის Von Trapp-ის საცვალი ამშვენებდა, რომელმაც მისი ჩაცმულობა უფრო სექსუალური გახადა.