26 მარტს ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი - დაიანა როსი იუბილარი იყო. ვარსკვლავი 75 წლის გახდა და ეს მნიშვნელოვანი დღე მეგობრებთან ერთად, ლოს-ანჯელესში აღნიშნა. Hollywood Palladium-ის საკონცერტო დარბაზში თავი უამრავმა პოპულარულმა სახემ მოიყარა.
წვეულებას შვილებთან კორტნი და კიმ კარდაშიანებთან ერთად დაესწრო კრის ჯენერი, ტრიომ არჩევანი ამჯერადაც მოდურ და გამომწვევ სამოსზე შეაჩერა.
საღამოს რჩეულთან ერთად 45 წლის ამერიკელი მოდელი ჰაიდი კლუმი დაესწრო. ვარსკვლავს გვერდს 29 წლის მომღერალი ბილ კაულიცი უმშვენებდა.
დანარჩენ სტუმრებს რაც შეეხება, გლამურული წვეულების საპატიო სტუმრები სია ასე გამოიყურება:
P.Diddy დედასთან - ჯენის კომბსთან ერთად
ჯესი ფერგიუსონი
Bebe Rexha
თუმცა მოწვეულ სტუმრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კამერების წინაშე გამოჩენა არ ისურვეს, მათ შორის არიან ლეონარდო დიკაპრიო და ბიონსეც, თუმცა ამ უკანასკნელის დაფიქსირება ფანებმა ქლოი კარდაშიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში შეძლეს.