ცნობილი ვარსკვლავები, ნაომი კემპბელი, ნატალია ვოდიანოვა, ვიქტორია ბექჰემი და დიანა ფონ ფურსტენბერგი სამწლიანი ლოდინის შემდეგ კატარის ნაციონალური მუზეუმის გახსნას დაესწრნენ და ულამაზესი ფოტოებიც გადაიღეს.
ნატალიამ, ნაომიმ და ვიქტორიამ არჩევანი თეთრ ლუქზე გააკეთეს. რუსმა სუპერმოდელმა ბრენდ Ralph Lauren-ის შარვალი და პიჯაკი მოირგო ხოლო ვიქტორია საკუთარი ბრენდის სამოსით იწონებდა თავს.
ნატალია ამ დღეს ყველაზე აქტიურად გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ულამაზესი ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებმაც გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.