37 წლის ნატალი პორტმანმა რამდენიმე კვირის წინ ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მისი განცხადებით ბენჟამენ მილპიე მას სახლში შეუვარდა და ბავშვები შეაშინა. პორტმანის განაცხადის შემდეგ პოლიციამ მილპიეს ნატალისთან და შვილებთან მიახლოებაც კი აუკრძალა.
მსახიობის სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა. ამჯერად მას ვიღაც უცნობი ადამიანი აწუხებს. პორტმანის თქმით, ის სისტემატიურად ურეკავს, ეუბნება რომ მას ჯონ ვიკი ჰქვია და შეხვედრას აიძულებს. შეგახსენებთ, რომ ფილმი ჯონ ვიკი 2014 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს კიანუ რივზი დაქირავებული მკვლელის ასრულებს, შესაბამისად ინკოგნიტომ ეს სახელი და გვარი თემატურად შეარჩია.