მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოურენსის ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოება განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს მისი და კუკ მარუნის ერთობლივ გამოჩენას. ამჯერად წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს. მათ ჯერ რესტორან Barrio Chino-ში ისადილეს შემდეგ კი კინოთეატრში ფილმის საყურებლად გაეშურნენ.
რამდენიმე დღის წინ ლოურენსი გულშემატკივრების ობიექტივში მოხვდა. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბს საუკეთესო მეგობართან, ცნობილ მომღერალთან Adele-სთან ერთად ესტუმრა. როგორც ჩანს, გოგონებს ალკოჰოლურ სასმელზე უარი არ უთქვამთ და კლუბში მყოფ ხალხთან ერთად სახალისო ცეკვაც შეასრულეს.