65 წლის ბრიჯიტ მაკრონი ბოლო დროს აქტიურად არის ჩართული ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებში. ის მეუღლესთან ერთად თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ამჯერად ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მათ ჩინეთის ლიდერი და მისი მეუღლე ეწვიათ.
მაკრონმა სპეციალურად ამ დღისთვის Louis Vuitton-ის წითელი, ელეგანტური კაბა მოიხდინა. პირველ ლედის შემთხვევით არ აურჩევია კაბის ეს ფერი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩინელებისთვის ეს ბედნიერების მომტანი ფერია და უფრო მეტიც, მათი დროშაც იგივე ფერშია.
მეორე დღეს ბრიჯიტმა და ემანუელმა სტუმრებს ქალაქი დაათვალიერებინეს, ყველაზე დიდი დრო მათ გარნიეს ოპერის დათვალიერებას მოანდომეს. ამ დღისთვის ბრიჯიტმა ისევ Louis Vuitton-ის მოკლე კაბა მოირგო.