45 წლის ქეით მოსმა პაპარაცები ღამის ლონდონში გამოჩენით გაახარა. მის ჩაცმულობაში დღეს ძალიან ტრენდული ტყავი ჭარბობდა.
მოდელი უახლოესი მეგობრის მეგ მეთიუს 53 წლის იუბილეზე ერთ-ერთ რესტორანში მივიდა და კამერების წინაც იპოზიორა. დაბადების დღის საღამოს დეტალები არ გასაჯაროვებულა, თუმცა პაპარაცებმა რესტორნიდან გამოსული სტუმრების დაფიქსირება შეძლეს, როდესაც ისინი საერთო მანქანაში ჩასხდნენ.
ბოლოს საზოგადეობის ყურადღება ქეითმა ნოთინგ ჰილის უბანში სეირნობისას მიიქცია. პაპარაცების ობიექტივში ქეითის მეგობრებიც მოხვდნენ, მათგან ერთ-ერთი კი ქეითის უახლოესი მეგობარი - ტონი მორნაკი იყო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც DJ Fat Tony.