მონიკა ბელუჩი თავის რჩეულთან ნიკოლას ლეფევრთან ერთად ამჯერად ვერსალში სეირნობისას დააფიქსირეს. მონიკამ რომანტიული შეხვედრისთვის კლასიკური სტილის შარვალი და პიჯაკი მოირგო.
მონიკა ბელუჩიმ ნიკოლასთან ერთად გამოჩენამდე, ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას საყვარელი მამაკაცი ნამდვილად ჰყავდა. „უკვე რამდენიმე თვეა ვხვდები მამაკაცს, რომელიც კინოს ინდუსტრიასთან არ არის დაკავშირებული. ის სხვა სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ მასაც ხშირად უწევს მოგზაურობა, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის შესანიშნავად გვესმის. მისი ვინაობის დასახელება არ მსურს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ,“ - აღნიშნა ბელუჩიმ.
წყვილი ბოლოს 7000 Magazine-ისთვის გამართულ სადილზე Intercontinental Hotel-ში დააფიქსირეს. ბელუჩის გამოჩენა ნამდვილად არ იყო მოულოდნელობა, რადგან ჟურნალის მარტის თვის ნომრის გარეკანიც სწორედ მას დაეთმო.