პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ამჟამად მაიამიში იმყოფებიან, ახალდაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა ბოლო მუსიკალურ კლიპზე ("Sucker") ერთობლივად მუშაობის შემდეგ, დრო სასიამოვნოდ გაეტარებინა და მზიან სანაპიროს მიაშურა.
საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი პრიანკას სხეულმა ფოტოების გამოქვეყნებისთანავე აალაპარაკა საზოგადოება. 36 წლის მსახიობი, როგორც ჩანს, ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვედრას მხოლოდ და მხოლოდ იდეალური ფორმების შემთხვევაში ბედავენ.
რა თქმა უნდა, მის გულშემატკივარს ინდოელი მსახიობი უფრო გამხდარიც ახსოვს, თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ჩოპრა ახლა ცუდად გამოიყურება.
"როგორც იქნა ვნახეთ ვარსკვლავი, რომელიც სხეულის ბუნებრივ ფორმას ინარჩუნებს" - დაწერა Daily Mail-ის გვერდზე ერთ-ერთმა გამომწერმა.
ბუნებრივმა სილამაზემ და მსახიობის შთამაგონებელმა ნაბიჯმა უამრავი ადამიანის გული მოიგო, თუმცა მაინც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც მის კრიტიკას ბოლომდე ვერ აუარეს გვერდი.
"მაინც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამ სხეულით "მის მსოფლიო" გახდე?" - დაიწერა ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ჩოპრა 2000 წელს გამართული სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია და ნეგატიური კომენტარიც სწორედ ამ ფაქტს ეხებოდა, თუმცა მათ ვინც ამ აზრს იზიარებს, დაავიწყდათ ის, რომ პრიანკა მაშინ ნამდვილად ჯდებოდა კონკურსის მოთხოვნებში.