ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ამჯერად მეუღლესთან ერთად არგენტინას ესტუმრა. მისმა ჩაცმულობამ ამჯერადაც დიდი ყურადღება მიიქცია. დედოფალი საყვარელი ბრენდის Hugo Boss-ის კაბით და Magri-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით პოზირებდა. რაც შეეხება მაკიაჟს, როგორც ყოველთვის სადა ფერებში იყო გადაწყვეტილი.
Hugo Boss ლეტიციას საყვარელი ბრენდია და ხშირად მისი ლუქებით ჩნდება. ამჯერად საზოგადოებამ ყურადღება მისი ამოჩემებული ბრენდის Magri-ის ფეხსაცმელზე გაამახვილა, რომლითაც დედოფალი არაერთ ვიზიტზე იწონებდა თავს.